რუსეთში კირილ ბუდანოვს „ტერორისტულ თავდასხმებში“ მონაწილეობისთვის ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს უფროსს, კირილ ბუდანოვს და კიდევ რამდენიმე უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეს რუსეთის ტერიტორიაზე "ტერორისტულ თავდასხმებში" მონაწილეობისთვის ბრალი დაუსწრებლად წაუყენეს.

მედიის ინფორმაციით, რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე მუხლის მე-ნაწილით (ტერორისტული თავდასხმა) ბუდანოვის გარდა ბრალი წაუყენეს, უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალების სარდალს ნიკოლაი ოლეშჩუკს, საზღვაო ძალების სარდალს ალექსეი ნეიჟპაპას, ასევე უკრაინის საჰაერო ძალების დისტანციურად მართვადი თვითმფრინავების 383-ე ცალკეული პოლკის მეთაურს, სერგეი ბურდენიუკს.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი, აღნიშნულ სამხედროებს ადანაშაულებს „2022 წლის აპრილიდან 2023 წლის სექტემბრამდე პერიოდში მოსკოვისა და მოსკოვის ოლქის, ყირიმის, ქალაქ სევასტოპოლის, როსტოვის, ბელგოროდის, ბრაიანსკის და რუსეთის ფედერაციის რიგ სხვა ოლქებში 100-ზე მეტი საჰაერო თავდასხმის ორგანიზებასა და განხორციელებაში".

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
ანდრო გოცირიძე - საქართველოს შეუძლია რუსეთის წიაღს დაუბრუნდეს, ოღონდ, რუსეთის მიერ აღიარებული „სახელმწიფოების“ გარეშე, ეს არის ის ფორმულა, რასაც რუსეთი საქართველოს ოფიციალურად სთავაზობს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.04.2025
„ამბასადორი აილენდ ბათუმის" მიმართ ინტერესმა დუბაის უძრავი ქონების საერთაშორისო გამოფენაზე მოლოდინს გადააჭარბა
„ვისოლი“ ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადადის
Touch Plarform-ის ორგანიზებით, თბილისში რიგით მეორე საერთაშორისო ციფრული დიზაინ ფესტივალი Touch RGB გაიმართება
სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე
საბანკო ასოციაციის რჩევები კიბერუსაფრთხოებისთვის დღესასწაულების წინ
სააღდგომო შეთავაზებები სილქნეტის მომხმარებლებისთვის