რუსეთმა ოლექსი არესტოვიჩზე ძებნა გამოაცხადა

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ყოფილ მრჩეველზე, ოლექსი არესტოვიჩზე ძებნა გამოცხადდა, - ინფორმაციას რუსული მედია ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„არესტოვიჩ ალექსეი. ძებნის საფუძველი: იძებნება სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით“, - აცხადებენ რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში.

მაისში რუსეთის ფინანსური მეთვალყურეობის ორგანომ, „როსფინმონიტორინგმა“ არესტოვიჩი ტერორისტებისა და ექსტრემისტების სიაში დაამატა. აღნიშნულ სიაში შეყვანილ პირებს რუსეთში ეკრძალებათ მედიასთან ურთიერთობა, ინფორმაციის განთავსება ინტერნეტში, საჯარო ღონისძიებების ორგანიზება, არჩევნებში მონაწილეობა და ნებისმიერი ფინანსური სერვისის გამოყენება, რომელიც არ ეხება გადასახადების, ხელფასების და კომპენსაციის გადახდას.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება