თამარ ჩუგოშვილი - პრეზიდენტი ამბობს: მე არ მელაპარაკება მთავრობა იმაზე, რას აკეთებს საგარეო მიმართულებით - პრეზიდენტს არ გააჩნია არანაირი პრაქტიკული მექანიზმი, რომ დაინახოს, რით შეიძლება დაეხმაროს ევროინტეგრაციის პროცესს

პრეზიდენტი ამბობს: მე არ მელაპარაკება მთავრობა იმაზე, რას აკეთებს საგარეო მიმართულებით - პრეზიდენტს არ გააჩნია არანაირი პრაქტიკული მექანიზმი, რომ დაინახოს, რით შეიძლება დაეხმაროს ამ ყველაფერს [ევროინტეგრაციის პროცესს],- ამის შესახებ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენელმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პრეზიდენტი თვლის, რომ როდესაც თავის ფუნქციებს ახორციელებს, სჭირდება ჰქონდეს მაქსიმალური კომუნიკაცია აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

„პრეზიდენტი ამბობს, რომ ქვეყანაში არ არსებობს კოორდინაციის მექანიზმი: მე არ მელაპარაკება მთავრობა იმაზე, რას აკეთებს საგარეო მიმართულებით, არ მაქვს ურთიერთობა, რომ დავჯდე პარლამენტთან და მთავრობასთან ერთად. ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირს, სახელმწიფოს მეთაურს, რომელსაც საგარეო პოლიტიკის მიმართულებით მნიშვნელოვანი როლი აქვს, არ გააჩნია არანაირი პრაქტიკული მექანიზმი, სადაც შეძლებს, კოორდინირებულად დაინახოს, რას აკეთებს მთავრობა, პარლამენტი და რით შეიძლება დაეხმაროს ამ ყველაფერს. ქვეყანაში ამის მექანიზმი არ არსებობს. პრეზიდენტისთვის ეს მნიშვნელოვანია და ის თვლის, რომ როდესაც თავის ფუნქციებს ახორციელებს, სჭირდება, რომ ჰქონდეს მაქსიმალური კომუნიკაცია აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან. სწორედ ამიტომ ჩამოყალიბდა პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც მიმართავდა ამ მუხლით [52-ე], რადგან, როდესაც ამ ტიპის ვიზიტებში მიდიოდა, მასთან ერთად მიდიოდნენ საკანონმდებლო და აღმასრულებელი ორგანოების წარმომადგენლები, ეს იყო მისი მხრიდან უწყებათაშორისი ჰარმონიული საქმიანობის საშუალება. შემდეგ კი, პარლამენტის წარმომადგენლები ამბობენ ხოლმე, რომ 31 მარტს პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ გაჟღერებული გზავნილების გამო პრეზიდენტისთვის მთავრობამ თანხმობის მიცემა შეწყვიტა - აღარ ვუშვებთ, რადგან ისეთი რაღაცები ითქვა, არ გვინდა ეს სადმე გაჟღერდესო“,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო