აშშ-მა და ფილიპინებმა პარტნიორებთან ერთად სამხედრო წვრთნები დაიწყეს

აშშ-მა და ფილიპინებმა პარტნიორებთან ერთად სამხედრო წვრთნები დაიწყეს, - ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საზღვაო ძალები აქვეყნებს.

ორშაბათს აშშ-ის სამხედროებმა ფილიპინელ მოკავშირეებთან და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მრავალმხრივი წვრთნები დაიწყეს, რომელიც ორ კვირას გაგრძელდება.

„საზღვაო სასწავლო აქტივობა „Sama Sama 2023” არის აღნიშნულ სახელმწიფოებს შორის საზღვაო წვრთნების მეშვიდე და უდიდესი ეტაპი, რომელშიც მონაწილეები ავსტრალიიდან, კანადიდან, საფრანგეთიდან, იაპონიიდან, გაერთიანებული სამეფოდან და მალაიზიიდან შეუერთდებიან აშშ-სა და ფილიპინებს,- აღნიშნულია აშშ-ის საზღვაო ძალების პრესრელიზში.

„ტაგალურ ენაზე „Sama Sama" არის ფრაზა, რომელიც ნიშნავს „ერთად" და არ არსებობს უკეთესი ფრაზა ამ წვრთნების სულის აღსაწერად", - განაცხადა აშშ-ის საზღვაო ძალების კაპიტანმა შონ ლუისმა.

წვრთნები მანილასა და პეკინს შორის იმ დაძაბულობის ფონზე მიმდინარეობს, რომელიც სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ტერიტორიულ დავებს უკავშირდება.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში