ვლადიმერ პუტინი ასლან ბჟანიას შეხვდება

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ხვალ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდება.

კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, პუტინი და ბჟანია ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხებს განიხილავენ.

„4 ოქტომბერს ვლადიმერ პუტინი მოლაპარაკებებს გამართავს რუსეთში სამუშაო ვიზიტით მყოფ აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ასლან ბჟანიასთან, დაგეგმილია სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივ სარგებელზე დაფუძნებული თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხების განხილვა", - ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ასლან ბჟანია დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შეხვდა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა