რუსებმა ხერსონი დაბომბეს, არის მსხვერპლი

რუსულმა ძალებმა ხერსონი დაბომბეს, რის შედეგადაც 54 წლის ადგილობრივი მცხოვრები დაიღუპა.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ხერსონის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, რომან მროჩკოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„დღეს რუსულმა ჯარმა კვლავ მოკლა ხერსონის მკვიდრი, მამაკაცი 54 წლის იყო, დაბომბვის დროს ის ავტოფარეხში იმყოფებოდა“, - წერს მროჩკო „ტელეგრამ“ არხზე.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსებმა ხერსონი დაბომბეს. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ოთხი ადამიანი.

რუსებმა ხერსონი გუშინაც დაბომბეს, რის შედეგადაც პოლიციელი დაიღუპა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Yandex Go-ს ელექტროსკუტერები უკვე თბილისშია
ბრიტანულ-ქართული აკადემიისა და ბრიტანული სკოლის დამფუძნებლები მთავრობას მიმართავენ
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა