დიმიტრი პესკოვი - რუსეთს არ სურს, რომ ვლადიმირ პუტინს ოდესმე სომხეთში ვიზიტზე უარის თქმა მოუწიოს - რომის სტატუსის რატიფიცირება არაკორექტული გადაწყვეტილებაა

სომხეთის მიერ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს რომის სტატუსის რატიფიცირება არაკორექტული გადაწყვეტილებაა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

“სომხეთის მოქმედი ხელმძღვანელობისადმი დამატებითი კითხვები ჩნდება, ისინი წინასწარ გადაეცა სომხურ მხარეს. ეჭვი გვეპარება და თავიდანვე ეჭვი გვეპარებოდა, ორმხრივი ურთიერთობების გადმოსახედიდან სომხეთის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს რომის სტატუტისადმი შეერთება არაკორექტულია. ახლა ვთვლით, რომ ეს არაკორექტული გადაწყვეტილებაა”, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთს არ სურს, რომ ვლადიმირ პუტინს ოდესმე სომხეთში ვიზიტზე უარის თქმა შეიძლება მოუწიოს.

პესკოვმა აღნიშნა, რომ “სერიოზული საუბარი” იქნება სომხეთის მიერ ამ გადაწყვეტილების შესახებ და სომხურ მხარესთან შესაძლო შეთანხმების შესახებ იდეა არის შესასწავლი, რომელიც საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოსთან პრობლემებს აარიდებდა თავს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო