საკონსტიტუციო სასამართლოში ირაკლი კობახიძემ მაია კოპალეიშვილის პოზიციას „პოლიტიკური დემაგოგია“ უწოდა, რის გამოც პრეზიდენტის წარმომადგენელმა მას ემოციების მოთოკვისკენ მოუწოდა და მიმართა, რომ „ქარაგმებით საუბარს“ არ მოითმენს

ამდენი ხანია ამტკიცებთ, რომ სტატუსი და უფლებამოსილება არის ერთი და იგივე და რაზეა საუბარი? ეს ხომ სირცხვილია, სტუდენტები გისმენენ , - ამ სიტყვებით მიმართა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელს, მაია კოპალეიშვილს საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე, სადაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის წარდგინების განხილვა მიმდინარეობს.

ირაკლი კობახიძესა და მაია კოპალეიშვილს შორის კამათი კონსტიტუციის 49-ე და 52-ე მუხლებში პრეზიდენტის წარმომადგენლობით ფუნქციასთან დაკავშირებით ჩანაწერებს შორის განსხვავებაზე საუბრით დაიწყო.

ირაკლი კობახიძის თქმით, 49-ე მუხლი პრეზიდენტის სტატუს განსაზღვრავს, ხოლო 52-ე მუხლი კი უფლებამოსილებებს აზუსტებს. აღნიშნულ მუხლებს შორის განსხვავების დანახვა კი „პირველი კურსის ქეისია“.

მაია კოპალეიშვილმა ირაკლი კობახიძის რეპლიკას უპასუხა და აღნიშნა, რომ იგი აღნიშნულ „ქეისს" როგორც პირველი კურსელი ისე უყურებს.

მისივე თქმით, ირაკლი კობახიძეს სურს, რომ პრეზიდენტის ვიზიტები, რომელიც ევროინტეგრაციას უკავშირდება სასამართლომ კონსტიტუციის დარღვევად მიიჩნიოს.

„სტუდენტებზე გინდათ გააკეთოთ აქცენტი და რატომღაც იძახით, რომ პირველი კურსის ქეისიაო. პირველი კურსის ქეისია ზუსტად იმიტომ, რომ თქვენ, როგორც პირველი კურსელი ისე უყურებთ ამ საქმეს. ბატონო ირაკლი, ეს საკითხი სახელმწიფო ინტერესებს ეხება, ქვეყნის იმიჯს და პრეზიდენტის იმ ვიზიტებს ეხება, რომელიც ევროინტეგრაციას უკავშირდებოდა. თქვენ გინდათ, რომ პრეზიდენტის ის ვიზირები, რომელიც ევროინტეგრაციას უკავშირდება მიიჩნიოთ კონსტიტუციის დარღვევად“, - განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.

ირაკლი კობახიძემ მაია კოპალეიშვილის პოზიციას პოლიტიკური დემაგოგია უწოდა, რის გამოც მაია კოპალეიშვილმა ემოციების მოთოკვისკენ მოუწოდა.

„ემოციები დაამაგროს ბატონმა ირაკლიმ, როგორ იქცევა ახლა? ბატონმა ირაკლიმ იცის, რომ მე მაგის ქარაგმებით საუბარს არ მოვითმენ. სხვათა შორის თქვენ შეურაცხყოფას აყენებთ პირველკურსელებს. რა პირველი კურსელის ქეისი? მნიშვნელოვანი საქმეა ესა“, - განაცხადა მაია კოპალეიშვილმა.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო