საფრანგეთი მზად არის სომხეთთან სამხედრო ტექნიკის მიწოდების შესახებ შეთანხმება გააფორმოს

საფრანგეთი მზად არის სომხეთთან სამხედრო ტექნიკის მიწოდების შესახებ შეთანხმება გააფორმოს. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კატრინ კოლონამ ერევანში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“საფრანგეთმა თანხმობა განაცხადა სომხეთთან სამხედრო ტექნიკის მიწოდების შესახებ შეთანხმების გაფორმებაზე, ერევნის მიერ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”, - განაცხადა კოლონამ.

მისი თქმით, მას არ შეუძლია დეტალების გახმოვანება, მაგრამ “რიგი საკითხები უკვე შეთანხმებულია პარიზსა და ერევანს შორის.”

“თანამშრომლობის სხვა საკითხებსაც განვიხილავთ”, - განაცხადა კოლონამ.

საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ორივე მხარე მუშაობს იმაზე, რომ “არ გამოიწვიონ ესკალაციები, იმის გააზრებით, რომ გვერდით არის მეზობელი, რომელიც მუდამ მტრულ ქმედებებს ახორციელებს.”

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა