შარლ მიშელი - უკრაინა ევროკავშირის წევრი, შესაძლოა, 2030 წლამდე გახდეს

უკრაინა ევროკავშირის წევრი, შესაძლოა, 2030 წლამდე გახდეს, უკრაინის ადგილი ევროკავშირშია, - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, ასეთი სცენარი შესაძლებელია „თუ ორივე მხარე შეასრულებს საშინაო დავალებას“. „უკრაინამ და სხვა კანდიდატებმა უნდა განახორციელონ რეფორმები, ებრძოლონ კორუფციას და შეასრულონ სამართლებრივი წინაპირობები“, - განმარტა მიშელმა.

ამასთან, მისი თქმით, ევროკავშირმა გადაწყვეტილების მიღების პროცესები უნდა დააჩქაროს."რუსეთთან მისი დაპირისპირების შემდეგ ცხადი გახდა: უკრაინის ადგილი ევროკავშირშია და ამავდროულად - მალე და არა ოდესმე", - აღნიშნა მიშელმა.

ვაჟა ბერიძე - ვინ უნდა იმადიაროს? პერსპექტივაში რომელ ძალას აქვს, „ოცნების“ ჩანაცვლების შანსი?
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა