გურამ მაჭარაშვილი - საზოგადოებამ ნახა სემინარი, სადაც პირდაპირ მიდიოდა სწავლება ძალადობასთან და რევოლუციურ სცენარებთან დაკავშირებით - ორმაგი სტანდარტი ხშირად გვესმის ხოლმე აშშ-ის საელჩოდან

ესაა ის ორმაგი სტანდარტი, რაც ხშირად გვესმის ხოლმე აშშ-ის საელჩოდან, - ასე ეხმიანება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, „ხალხის ძალის“ წევრი გურამ მაჭარაშვილი.

მაჭარაშვილი აცხადებს, რომ „ტრენინგზე ძალადობა და რევოლუციური სცენარების სწავლება ხდებოდა“.

„საზოგადოებამ ნახა სემინარი, სადაც პირდაპირ მიდიოდა სწავლება ძალადობასთან და რევოლუციურ სცენარებთან დაკავშირებით. თავად ამ ორგანიზაციის ლიდერებმა აღიარეს ამ ჩანაწერების ავთენტურობა და ის, რომ ძალადობას ქადაგებენ. ღიმილიანი სახით ამბობდა ამ ორგანიზაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, რომ უბრალოდ, ასწავლიდნენ როგორ უნდა მოხდეს იძულებით მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა მხრიდან პოზიციის დათმობა ხელისუფლებასთან დაკავშირებით და ეს თუ არ მოხდა შემდეგ პარლამენტის ფუნქციონირების ჩამოშლა. ასე რომ, აშშ-ის საელჩო თუ იტყვის, ეს ის არ არის რაც თქვენ გგონიათო, ამას საზოგადოება არ მიიღებს”, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, USAID-ის შესახებ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია.

„თბილისში ჩვენმა საელჩომ ამის შესახებ ძალიან მკაფიო განცხადება გააკეთა და რასაც აქვე გავიმეორებ არის ის, რომ ბრალდებები ჩვენი დახმარების ერთ-ერთი პროექტის მიმართ მცდარია და არსებითად არასწორად ახასიათებს საქართველოსთვის ჩვენი დახმარების მიზნებს. როგორც ყოველთვის, ჩვენი დახმარება გამჭვირვალეა და ჩვენ გავაგრძელებთ ქართული ორგანიზაციების მხარდაჭერას, რომლებიც მუშაობენ საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებებით გათვალისწინებული ფუნდამენტური უფლებების დასაცავად", - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო