აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი - აშშ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს, რათა თეირანს პასუხისმგებლობა დაეკისროს

აშშ ირანის მიერ ახალი უპილოტო საფრენი აპარატების გამოცდას ეხმაურება. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ, ვედანტ პატელმა ისაუბრა.

„აშშ პარტნიორებთან და მოკავშირეებთან ერთად ყველა ინსტრუმენტს გამოიყენებს, რათა თეირანს პასუხისმგებლობა დაეკისროს”, - განაცხადა პატელმა.

პატელმა დაამატა, რომ ირანის მიერ მსგავსი იარაღის გამოყენება, დამატებით რისკებს ქმნის როგორც რეგიონში, ასევე მის საზღვრებს მიღმა. ამასთან, დაკავშირებით მან ხაზი გაუსვა იმას, აშშ ყურადღებით აკვირდება ირანის რეჟიმსა და რუსეთის ფედერაციას შორის სამხედრო პარტნიორობის გაღრმავებას. სამშაბათს ირანის არმიამ ფართომასშტაბიანი წვრთნების დროს პრაქტიკაში პირველად უპილოტო საფრენი აპარატი Kaman-19 გამოიყენა.

მიჰაუ კობოსკო - ვიმედოვნებთ, თქვენი მთავრობა აირჩევს ევროპულ, დემოკრატიულ გზას ან გადადგება მოქალაქეთა პროტესტის გათვალისწინებით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2025
ავთანდილ წულაძე - ტრამპი ცდილობს ჩინეთს რესურსებით მდიდარი რუსეთი ჩამოაშოროს, ამიტომაცაა ტრამპი რუსეთთან დათმობებზე რომ მიდის
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ
სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში
BDO Digital-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა
დაპორტირდი სილქნეტის ქსელში და მიიღე 50% ფასდაკლება ულიმიტო პაკეტებზე
„თეთრმა კვადრატმა“ „მიცუბიშ ელექტრიკთან” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა