ირაკლი კობახიძე - ვიღაცები ემზადებიან რევოლუციისთვის, თუმცა, ამის საშუალებას არავის მივცემთ - საჭიროა სიფრთხილე, რომ არ მოხდეს საქართველოს „უკრაინიზაცია“, რაც გულისხმობს არეულობას, უბედურებას და ფრონტს

ვიღაცები სერიოზულად ემზადებიან რევოლუციისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ამის საშუალებას არავის მივცემთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განუცხადა.

კობახიძის თქმით, „საჭიროა სიფრთხილე იმისთვის, რომ არ მოხდეს საქართველოს „უკრაინიზაცია“, რაც გულისხმობს რევოლუციას, არეულობას, უბედურებას და ფრონტს“.

„საქართველო არის სახელმწიფო, რომელიც მტკიცედ დაიცავს საკუთარ სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას. რაც ვიხილეთ ბუნებრივია, არის ძალიან მძიმე და შეგვახსენებს, რომ საჭიროა ყველა შემთხვევაში სიფრთხილე იმისთვის, რომ არ მოხდეს საქართველოს „უკრაინიზაცია“, რაც გულისხმობს რევოლუციას, არეულობას, უბედურებას და ფრონტს“,- განაცხადა კობახიძემ.

მან ამ საკითხთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს განცხადება შეაფასა და აღნიშნა, რომ მათ პოზიცია გასაკვირია.

„ჩვენთვის გასაკვირი იყო მათ შორის საელჩოს განცხადება ამ თემასთან დაკავშირებით. როცა იდება აშკარა მტკიცებულება იმისა, რომ USAID-ის დაფინანსებით ვიღაცები აქ რევოლუციას ამზადებენ, ამას სჭირდება მკაცრი გამიჯვნა, თუმცა, ჩვენ ასეთი მკაცრი გამიჯვნა ვერ ვიხილეთ. იმედია, ეს პოზიცია გამოსწორდება“, - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ორგანიზაცია „კანვასის“ მიმართ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და "მტკიცებულებების ნაწილს" ასაჯაროებს. სუს-ის ინფორმაციით, 2023 წლის 25 სექტემბერს საქართველოში USAID-ის პროგრამის აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის მოწვევით ჩამოვიდნენ სერბეთის მოქალაქეები სინისა სიკმანი, იელენა სტოისიჩი და სლობოდან ჯინოვიჩი, რომლებიც დაკავშირებული არიან 2003 წელს საქართველოში განვითარებულ რევოლუციურ მოვლენებთან, სხვადასხვა წლებში კი მათ ასევე კავშირი ჰქონდათ სერბეთში, უკრაინასა და სხვა სახელმწიფოებში მიმდინარე ანალოგიურ პროცესებთან. ისინი აქტიურად ახორციელებდნენ საპროტესტო მუხტის წარმოქმნის მეთოდიკისა და ძალადობრივი აქციების ჩატარების ტაქტიკის სწავლებას. წარმოადგენენ ორგანიზაცია „კანვასის“ მმართველ რგოლს, აგრეთვე, სინისა სიკმანი და სლობოდან ჯინოვიჩი არიან ორგანიზაცია „ოტპორის“ ყოფილი წევრები, რომელიც სერბეთში წარმოადგენდა ქართული ორგანიზაცია „კმარას“ ანალოგს. სუს-ის თანახმად, აღნიშნული პირების საქართველოში ჩამოსვლის გაცხადებული მიზეზი იყო კულტურის სფეროში მოღვაწე ჯგუფებისთვის ტრენინგების ჩატარება ,,სტრატეგიული არაძალადობრივი ბრძოლის“ საკითხებში, მაგრამ გამოძიებით დადგინდა, რომ საქართველოში მათი ჩამოსვლის მიზანი მხოლოდ ეს არ იყო. კერძოდ, უწყების ცნობით, ვიზიტის რეალური დანიშნულება იყო იმ ახალგაზრდებსა და გავლენიან არასამთავრობო ორგანიზაციებთან კომუნიკაციის დამყარება და ტრენინგების ჩატარება, რომლებიც საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში დაგეგმილი დესტრუქციული მოქმედებების და კანონსაწინააღმდეგო ქმედებების ბირთვი უნდა გახდნენ. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, USAID-ის შესახებ საქართველოს ხელისუფლების მიერ გაჟღერებული ბრალდებები მცდარია.

პაატა შეშელიძე  -  რუსეთისთვის  ამ კრიზისულ სავალუტო ვითარებაში ჩინეთი თავის თავზე იმუშავებს და არა რუსეთზე
დავით გოჩავა - ახლა ჩინეთმა თუნდაც „ჰონგ-კონგის პორტი“ ჩადგას ანაკლიაში, აზრი არ აქვს არაფერს - ევროპა „ანაკლიის პორტთან“, სავარაუდოდ, არ ითანამშრომლებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.06.2024
შექმენი შენზე მორგებული კომბინაცია მობილური პაკეტით „მეტი“
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დირექტორის, ნათია ჯანაშიას ადვოკატმა სს „საქართველოს კაპიტალის“ და შპს „საქართველოს განათლების ჯგუფის“ დირექტორების წინააღმდეგ პროკურატურას სარჩელით მიმართა
„არქიმ“ და „დელოიტმა“ აუდიტის მომსახურების ხელშეკრულება გააფორმეს
ზაფხულის ყველაზე ცხელი შემოთავაზება HONOR-ისგან - დაიწყე ახალი სეზონი ახალ სმარტფონთან ერთად
Skillwill-ი კემბრიჯის უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი - ის, ვინც იწყებს ომს და შემდეგ აგებს, არ არის მსხვერპლი