ვლადიმერ პუტინი 12 ოქტომბერს ყირგიზეთს ეწვევა

ვლადიმერ პუტინი 12 ოქტომბერს ყირგიზეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას ყირგიზეთის პრეზიდენტის აპარატის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი მურატბეკ აზიმბაკიევი ავრცელებს.

„ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი მოლაპარაკებები სადირ ჯაფაროვსა და ვლადიმერ პუტინს შორის. ქვეყნების ლიდერები აქტუალურ საკითხებს და თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს განიხილავენ. გარდა ამისა, დაგეგმილია, რომ სახელმწიფოების მეთაურები მონაწილეობას მიიღებენ საზეიმო ღონისძიებაში, რომელიც ქალაქ კანტში CSTO-ის საჰაერო ბაზის გახსნის 20 წლის იუბილეს მიეძღვნება“, - განაცხადა მურატბეკ აზიმბაკიევმა.

ცნობისთვის, რუსეთის პრეზიდენტის მიმართ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს მიერ დაკავების ორდერია გაცემული, ხოლო ყირგიზეთს რომის სტატუსზე ხელი აქვს მოწერილი, მაგრამ მისი რატიფიცირება დღემდე არ მოუხდენია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო