მედია - ილჰამ ალიევმა ესპანეთში ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე უარი განაცხადა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ესპანეთში სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრაზე უარი განაცხადა, - ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

5 ოქტომბერს ესპანეთის ქალაქ გრანადაში დაგეგმილი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევის, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის, ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცისა და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მონაწილეობით არ შედგება.

„შეხვედრის ჩაშლის მიზეზი საფრანგეთის დესტრუქციული პოზიციაა, ასევე პარიზისა და ბერლინის უთანხმოება თურქეთის შეხვედრაში მონაწილეობის თაობაზე. ასეთ პირობებში აზერბაიჯანულმა მხარემ უარი თქვა მონაწილეობა მიეღო მოლაპარაკებებში”, - განაცხადა დიპლომატიური წყარომ.

ამასთან, დიპლომატიურმა წყარომ აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი გრანადაში არ გაფრინდება.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში