„ენერგოატომი“ - რუსების ქმედებები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში რადიაციის საფრთხეს ზრდის

რუსების ქმედებები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურში რადიაციის საფრთხეს ზრდის, - ამის შესახებ უკრაინის ბირთვული ენერგიის მწარმოებელი ეროვნული კომპანია „ენერგოატომი“ იტყობინება.

„რუსმა დამპყრობლებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მე-4 რეაქტორი ცივი შეჩერების რეჟიმიდან ცხელი შეჩერების მდგომარეობაში გადაიყვანეს. IAEA-ს ცნობით, მე-6 რეაქტორი ახლა ცივი შეჩერების რეჟიმში მუშაობს”, - წერს კომპანია საკუთარ „ტელეგრამ“ არხზე.

„ენერგოატომის“ პრეზიდენტმა პიოტრ კოტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსების ასეთი ქმედებები იწვევს ატომური ელექტროსადგურის აღჭურვილობისა და სისტემების გარდაუვალ დეგრადაციას, რაც მომავალში კატასტროფის საფრთხეს ზრდის.

„ამას შეუძლია გამოიწვიოს არა მხოლოდ აღჭურვილობის მდგომარეობიდან გამოსვლა, არამედ რადიაციული კატასტროფაც”, - დაამატა კოტინმა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი პუტინის სასარგებლოდ მოქმედებს
ქართული პრესის მიმოხილვა 24.04.2025
Walmark - 10 წელი საქართველოში: პირველი საკვები დანამატების ბრენდი, რომელმაც მოსახლეობაში ჯანმრთელობაზე ზრუნვის კულტურა დანერგა
"გოლდენ ფლის ინვესთმენთსი" ოპერირების პირველი წლის წარმატებით დახურვას აღნიშნავს
„სოკარი“ ციფრული გამოცდილების ახალ ეტაპზე გადადის - განახლებული აპლიკაცია და ლოიალობის პროგრამა უკვე ხელმისაწვდომია
„მაკდონალდს საქართველოს“ თბილისში, რიგით 26-ე ახალი რესტორანი შეემატა