ანონსი  5 ოქტომბერი

5 ოქტომბერს, 09:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი; (C კორპუსი, III სართული)

5 ოქტომბერს, 10:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, სამოქალაქო არეულობის სავარაუდო დაგეგმვის საქმეზე, ორგანიზაცია „კანვას საქართველოს“ ხელმძღვანელი, გიორგი მელაძე გამოიკითხება.

5 ოქტომბერს, 10:00 საათზე, საქართველოს სასამართლოს გუშაგი კვლევის „სასამართლოს ეფექტიანობის ინდექსი“ პრეზენტაციას გამართავს, რომლის ფარგლებშიც სასამართლო სისტემა 45 კრიტერიუმით შეფასდა.

პრეზენტაციას დაესწრებიან ნიდერლანდების სამეფოს ელჩი საქართველოში და სხვა მოწვეული სტუმრები.

მის: სასტუმრო „რუმსი თბილისი“.

საკონტაქტო: თათუსია ლომთაძე - 551 513 514

5 ოქტომბერს, 10:00 საათზე, პარტიის ოფისში, „ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი ვასო ურუშაძე კვლევის „საქართველოს დაღმასვლა საერთაშორისო რეიტინგებში“ პრეზენტაცია- პრესკონფერენციას გამართავს.

მის: კახეთის გზატკეცილი, „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი

საკონტაქტო: თეა გოჩიტაშვილი - 599 880 908

5 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინების განხილვა გაგრძელდება.

5 ოქტომბერს, 11:00 საათზე, „ნაციონალური მოძრაობისა“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარეები, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ვაშაძე პარტიის სხვა წევრებთან ერთად მასწავლებლებთან შეხვედრას გამართავენ.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.34

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555602634

5 ოქტომბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N616 (C კორპუსი, VI სართული)

5 ოქტომბერს, 11:00 საათზე, სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ წყალმომზადების სისტემების შესახებ რიგით მეორე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება.

თემა: წყალმომზადების სისტემები - EU სტანდარტები, თანამედროვე ტექნოლოგიები და ენერგოეფექტურობა.

მის: თელავის ქუჩა #20

საკონტაქტო: ლიკა მესხი - 599 15 19 95

5 ოქტომბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, ტარიელ ირემაძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „მანქანების ხილული გამონაბოლქვის გზებზე კონტროლის ერთი თვის შედეგები - როგორია დაჯარიმებების სტატისტიკა“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

5 ოქტომბერს, 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

5 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.

პლენარულ სხდომათა დარბაზი

5 ოქტომბერს, 12:00 საათზე, იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან აქციას გამართავს კოჯორში მცხოვრები 14 ოჯახი, რომელთა მიმართაც სასამართლომ გამოსახლება დაადგინა.

მის: ბოჭორმის ქ.12

საკონტაქტო: გიორგი ყუფარაძე - 595 00 35 31; ლაშა შუკაკიძე - 599 42 66 77

5 ოქტომბერს, 14:00 საათზე, პარლამენტის შენობის უკან, სამოქალაქო აქტივისტები „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში“ ინიცირებული ცვლილებების საწინააღმდეგო აქციას სახელწოდებით, „უარი რუსულ კანონს“ გამართავენ.

5 ოქტომბერს, 18:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ უნივერსიტეტ SEU-ში საერთაშორისო კლინიკურ - ქირურგიული კონფერენციის „უახლესი ინოვაციები ქირურგიაში“ გახსნის ცერემონია გაიმართება.

კონფერენციის ორგანიზატორია ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი (AHT) და საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი SEU.

კონფერენციის გახსნას მსოფლიოს 12 ქვეყნის წამყვანი სპეციალისტი და დარგის ექსპერტები დაესწრებიან.

მის: წინანდლის ქ.9, SEU-ს ახალი კამპუსის პირველი სართული.

საკონტაქტო: მარიამ ლაბუჩიძე - 577 55 19 19

5 ოქტომბერს, 19:00 საათზე, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გადაცემის ცერემონიალი გაიმართება.

მის: „გარდენ ჰოლი“

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო