ლევან დავითაშვილი - საქართველოს აქვს სერიოზული პერსპექტივა, გახდეს რეგიონული სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბი

საქართველოს აქვს სერიოზული პერსპექტივა, გახდეს რეგიონული სატრანსპორტო-ლოგისტიკური ჰაბი. აეროპორტების განვითარებასთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ მთელი რიგი მიმართულებებით, რაც ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის სატრანსპორტო-ლოგისტიკური ფუნქციის გაძლიერებას, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტში "მინისტრის საათის" ფორმატში გამოსვლისას განაცხადა.

ვიცე-პრემიერმა განსაკუთრებული ყურადღება გამაახვილა რამდენიმე სატრანსპორტო პროექტზე, მათ შორის, ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურზე.

მისი თქმით, უწყებათაშორისი სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, პროექტის განხორციელების შემდეგი ეტაპისთვის შეირჩა 2 პრეტენდენტი.

ლევან დავითაშვილის ინფორმაციით, მათ მიეცათ ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადების, აგრეთვე ხელშეკრულებებზე კომენტარების წარმოსადგენად რამდენიმეთვიანი ვადა, წარმოდგენილ წინადადებათა შეფასების შედეგად კი კომისია გამარჯვებულს გამოავლენს.

ვიცე-პრემიერის თქმით, ანაკლიის პორტის პირველი ფაზის გამტარუნარიანობა იქნება 600 ათასი კონტეინერი, ხოლო საორიენტაციო ღირებულება 600 მლნ აშშ დოლარი.

ლევან დავითაშვილმა კიდევ ერთ სტრატეგიულ მიმართულებად რკინიგზა და მისი მოდერნიზაცია დაასახელა. მისი თქმით, დაიწყო სარკინიგზო დარგის რეფორმა, რომლის შედეგადაც დაინერგება სარკინიგზო სისტემის ევროპული მოდელი - გაიზრდება უსაფრთხოება, გაიზრდება დარგის ეფექტიანობა და კონკურენტუნარიანობა.

ვიცე-პრემიერის ინფორმაციით, 2024 წელს დასრულდება რკინიგზის მოდერნიზაციის მასშტაბური პროექტი - შედეგად საქართველოს რკინიგზის წლიური გამტარუნარიანობა 28 მლნ ტონიდან 48 მლნ ტონამდე გაიზრდება.

კიდევ ერთი სატრანსპორტო მიმართულება, რომელზეც ვიცე-პრემიერმა გააკეთა აქცენტი ქვეყნის შიდა საავტომობილო სამგზავრო გადაყვანაა. მისი თქმით, დარგის რეფორმის შედეგად, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის მომსახურების ხარისხი, გაიზრდება კონკურენტუნარიანობა, ხოლო უსაფრთხოების დონის ამაღლდება.

ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველოში მოწესრიგდება საკრუინგო კომპანიების, ანუ მეზღვაურთა დამსაქმებელი სააგენტოების საქმიანობა და მათ აეკრძალებათ სახელმწიფოს მხრიდან სერტიფიცირების გარეშე საქმიანობა, რითიც მაქსიმალურად იქნება დაცული მეზღვაურთა უფლებები. მისი თქმით, ამოქმედდება ცვლილება კანონში „მეზღვაურთა შრომის შესახებ", რომლითაც მეზღვაურთა სოციალური და შრომითი უფლებების დაცვის ხარისხი მნიშვნელოვნად გაიზრდება.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები