Bild - გერმანია უკრაინას შორის მოქმედების Taurus რაკეტებს უახლოეს მომავალში არ გადასცემს

გერმანია უკრაინას შორის მოქმედების Taurus რაკეტებს უახლოეს მომავალში არ გადასცემს. ამის შესახებ გერმანული გამოცემა Bild გერმანული და უკრაინული სამთავრობო წრეებიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ინფორმაციით, გერმანიას უკრაინისთვის Taurus რაკეტების მიწოდებაზე ოფიციალური უარი ჯერ არ უთქვამს, მაგრამ არასაჯარო დისკუსიებში გააგებინა, რომ ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

Bild-ის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ მომავალში ამ რაკეტების გადაცემა გამორიცხული არ არის, მაინც “ნაკლებად სავარაუდოდ” ითვლება.

“უკრაინული მთავრობის წარმომადგენლებს გერმანულ მხარესთან მოლაპარაკებებზე გააგებინეს, რომ გერმანიას ამავდროულად ყველაფრის გაკეთება სურს, რაც შესაძლებელია, მისი [უკრაინის] საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად და, შესაძლებელია, Patriot კომპლექსებისთვის მეტi რაკეტა მიაწოდოს”, - წერს გამოცემა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში