ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ კონგრესში არსებული ვითარება აღელვებს, მაგრამ უკრაინის დახმარება გაგრძელდება

კონგრესში არსებული ვითარება მაღელვებს, მაგრამ უკრაინის დახმარება გაგრძელდება. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

ბაიდენის თქმით, მას “ნამდვილად აღელვებს” კონგრესში რესპუბლიკური პარტიის გახლეჩა, რომლის ნაწილმაც სპიკერი კევინ მაკკარტი უკრაინის დახმარებისთვის თეთრ სახლთან “საიდუმლო შეთქმულებაში” დაადანაშაულა და მისი გადაყენება მოახერხა.

“მაგრამ ვიცი, რომ ორივე პარტიის წარმომადგენელთა პალატისა და სენატის წევრთა უმრავლესობამ განაცხადა, რომ მხარს უჭერენ უკრაინის დაფინანსებას”, - განაცხადა ბაიდენმა.

აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინის შემდგომი დახმარება ამერიკელების ინტერესებშია და ამასთან დაკავშირებით უახლოეს მომავალში სიტყვით გამოვა.

როგორც მედია წერს, სანამ კონგრესის მხარდაჭერის მქონე უკრაინის დახმარება კითხვის ქვეშ რჩება, ბაიდენმა აღნიშნა, რომ კიევის დახმარების ალტერნატიული მეთოდები შეიძლება არსებობდეს.

“უკრაინის დახმარება შემდეგი ტრანშით შეგვიძლია, რომელიც გვჭირდება და არსებობს სხვა საშუალება, რომლის მეშვეობითაც შევძლებთ დაფინანსებას”, - განაცხადა ბაიდენმა დეტალების დაკონკრეტების გარეშე.

ავთანდილ წულაძე - საქართველოსა და კავკასიის რეგიონის მიმართ ტრამპის პოლიტიკა უფრო მკაცრი იქნება, ვიდრე ბაიდენის
ლევან ლორთქიფანიძე - გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ივანიშვილმა საქართველო სამოქალაქო ომის ზღვარზე მიიყვანა, დღეს ყველა სიტყვას და კეთილშობილურ ნაბიჯს შეუძლია სიტუაციის შემობრუნება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2025
„არქის“ დამფუძნებელმა ილია წულაიამ ცინცაძეების უსახლკარო, მრავალშვილიან ოჯახს საჩუქრად სახლი გადასცა
„ვისოლ ჯგუფი“ ორთაჭალაში, საცხოვრებელი კორპუსის აფეთქების შედეგად დაზარალებულ დევნილთა ოჯახებს 100 000 ლარით დაეხმარება
„საქკაბელი“ პორტფელს „Schneider Electric“-ის პრემიუმ ხაზით - „Merten D-Life“-ით აფართოებს