Politico - რუსეთმა, აშშ-მა და ევროკავშირმა ყარაბაღის საკითხზე საიდუმლო შეხვედრა გამართეს

აზერბაიჯანის სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე რუსეთის, შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მაღალჩინოსნებმა მთიანი ყარაბაღის შესახებ საგანგებო საიდუმლო შეხვედრა გამართეს, - ამის შესახებ Politico საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, შეხვედრა 17 სექტემბერს სტამბოლში გაიმართა და მისი მიზანი იყო, დაერწმუნებინათ აზერბაიჯანი რეგიონში სომხეთიდან ჰუმანიტარული დახმარების კოლონები დაეშვა. შეერთებულ შტატებს წარმოადგენდა სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსი მრჩეველი კავკასიასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების საკითხებში ლუი ბონო, ევროკავშირს წარმოადგენდა სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში, ტოივო კლაარი, ხოლო რუსეთმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობებში რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი იგორ ხოვაევი გაგზავნა.

შეგახსენებთ, 19 სექტემბერს აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში ოპერაცია დაიწყო, რომელიც ერთ დღეში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით დასრულდა. რამდენიმე დღის შემდეგ, არაღიარებული ყარაბაღის ე.წ. „პრეზიდენტმა“ სამველ შაჰრამანიანმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმადაც არაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა 2024 წლის 1-ლი იანვრიდან არსებობას შეწყვეტს. ყარაბაღი სომხური მოსახლეობისგან თითქმის მთლიანად დაიცალა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
FRESH GROUP: პორტატული ინფრასტრუქტურა
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით
სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს - სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად
საწვავის გაძვირების ფონზე, „სოკარში“ პროდუქტის ღირებულება ყველაზე ნაკლებად გაიზარდა
Shopify-ის ოფიციალური პარტნიორი საქართველოსა და კავკასიის რეგიონში eCommerce 360 გახდა