CNN - აშშ უკრაინას ირანისთვის ჩამორთმეულ იარაღსა და საბრძოლო მასალას გადასცემს

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას ირანისთვის ჩამორთმეულ ათასობით იარაღსა და საბრძოლო მასალას გადასცემს, რაც ხელს შეუწყობს დეფიციტის შემსუბუქებას, რომლის წინაშეც უკრაინელი სამხედროები დგანან, - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

ამასთან, ტელეკომპანიის ცნობით, აშშ-ის ცენტრალურმა სარდლობამ უკრაინას უკვე გადასცა ირანისთვის ჩამორთმეული მილიონზე მეტი ტყვია.

აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა მარტში გამოაცხადა, რომ სურდა ერთი მილიონი ვაზნის, საბრძოლო მასალის, ათასობით შაშხანის, კონფისკაცია, რომელიც აშშ-ის საზღვაო ძალებმა იმ საბრძოლო გემებიდან ამოიღეს, რომლებსაც ირანი იემენში იარაღის გადასაზიდად იყენებდა.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა