გერმანია უკრაინას, მარცვლეულის ტვირთების დასაცავად, საჰაერო თავდაცვის საშუალებებს გადასცემს

გერმანია უკრაინას შავი ზღვისა და დუნაის პორტების დასაცავად, რომლებითაც მარცვლეულის ექსპორტი ხორციელდება, საჰაერო თავდაცვის სისტემებს გადასცემს, - ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ქვეყანა გეგმავს უკრაინას საჰაერო თავდაცვის სისტემა IRIS-T-ი და 12-ზე მეტი საზენიტო დანადგარი Gepard-ი გადასცეს. ამ საშუალებებმა უკრაინის სამხრეთ სანაპიროზე რუმინეთისაკენ მიმავალი ტვირთების დაცვა უნდა უზრუნველყოს.

გავრცელებული ინფორმაციით, იარაღის უკრაინაში გაგზავნა მიმდინარე წლის ბოლომდე იგეგმება.

უკრაინაში დამატებითი IRIS-T სისტემისა და Gepard-ის საზენიტო თვითმავალი დანადგარების გაგზავნის შესახებ ინფორმაცია გერმანელმა დეპუტატმა, პარლამენტის ქვედა პალატის თავდაცვის კომიტეტის წევრმა, მარკუს ფაბერმაც დაადასტურა.

„უკრაინა გამოიყენებს ამ სისტემებს, მაგალითად, მარცვლეულის პორტების უკეთ დასაცავად“, - აღნიშნა მან.

ვახტანგ ძაბირაძე - საშინაო პოლიტიკაში პატური სიტუაციაა - ოპოზიცია ვერ ახერხებს ხელისუფლების იძულებას დანიშნოს ხელახალი არჩევნები, ვერც ხელისუფლება ახერხებს პერმანენტული ქუჩის აქციების ჩახშობასა და შეწყვეტას
ქართული პრესის მიმოხილვა 24.03.2025
30-31 მარტს შენთვის სასურველ ნივთებს 20%-იანი ფასდაკლებით შეიძენ
აზიისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების ბიზნესპალატა საქართველოს მასშტაბით უპრეცედენტო რეგიონულ ტურნეს აწყობს
ფოტოგამოფენა - „10 წელი ფოკუსში“