უკრაინულმა ძალებმა რუსების მიერ გაშვებული 24 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინულმა ძალებმა რუსების მიერ გაშვებული 24 დრონი ჩამოაგდეს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

5 ოქტომბრის ღამეს რუსებმა უკრაინის მიმართულებით Shahed-ის ტიპის 29 უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს, რომელთაგან 24 უკრაინის სამხედრო ძალებმა ჩამოაგდეს.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსების მიერ გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატები ოდესის, მიკოლაივისა და კიროვოგრადის ოლქების თავზე ჩამოაგდეს.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა