პორტუგალია ევროკავშირის გაფართოების ფიქსირებული ვადების დაწესებას ეწინააღმდეგება

ევროკავშირის გაფართოებას არ უნდა ჰქონდეს დადგენილი ვადა, მაგრამ მისი ინსტიტუტები უნდა რეფორმირდეს ახალი წევრების მისაღებად, - ამის შესახებ პორტუგალიის სახელმწიფო მდივანმა ევროპულ საკითხებში ტიაგო ანტუნესმა განაცხადა.

„სისულელეა ფიქსირებული ან ძალიან კონკრეტული ვადების დაწესება. გაფართოების პროცესი ეფუძნება კანდიდატების დამსახურებას, მათი პოტენციალის შეფასებას და კოპენჰაგენის კრიტერიუმების შესრულებას“, - განმარტა ანტუნესმა.

მისი თქმით, ევროკავშირის ლიდერების არაფორმალურ შეხვედრაზე, რომელიც გრანადაში ხვალ გაიმართება, მთავარი თემა ევროკავშირის გაფართოების საკითხი იქნება.

„ეს არის აბსოლუტური პრიორიტეტი, რომელმაც, გეოპოლიტიკური მიზეზების გამო, ახალი მნიშვნელობა შეიძინა, როგორც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის, ასევე აღმოსავლური ტრიოსთვის - უკრაინისთვის, მოლდოვასა და საქართველოსთვის“, - განაცხადა პორტუგალიის სახელმწიფო მდივანმა.

ჰოვსეპ ხუშრედიანი - სომხეთი ცდილობს თურქეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენასა და კომუნიკაციების გახსნას, მაგრამ ეს არც ბაქოს აწყობს და არც მოსკოვს და ამიტომაცაა, რომ  პროცესს ორივე ხელს უშლის
ქართული პრესის მიმოხილვა 17.03.2025
Profy - დალაგებისა და ხელოსნის სერვისები განახლებულ აპლიკაციაში