დიდი ბრიტანეთის დაზვერვა - რუსეთმა მარცვლეულის დერეფანზე თავდასხმისთვის, შესაძლოა, საზღვაო ნაღმები გამოიყენოს - ერთი წლის განმავლობაში მილიონზე მეტი ადამიანის გამოკვებისთვის საჭირო მარცვლეული უკვე გაანადგურეს

რუსეთმა მარცვლეულის დერეფანზე თავდასხმისთვის, შესაძლოა, საზღვაო ნაღმები გამოიყენოს.

ამის შესახებ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს.

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ რუსულმა ძალებმა შესაძლოა შავ ზღვაში მარცვლეულის ექსპორტიორი სამოქალაქო გემების გზები დანაღმონ და განხორციელებულ შეტევებში უკრაინა დაადანაშაულონ.

დიდი ბრიტანეთის დაზვერვის თანახმად, რუსეთმა „უკვე გაანადგურა იმდენი მარცვლეული, რამდენიც ერთი წლის განმავლობაში მილიონზე მეტი ადამიანის გამოკვებისთვის იქნებოდა საჭირო“.

ცნობისთვის, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა შავ ზღვაში რუსეთის სამხედრო ობიექტებზე წარმატებული შეტევები განახორციელეს.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
„სილქნეტი“ განცხადებას ავრცელებს
ფრანგმა სპეციალისტებმა PSP-ს ქსელის თანამშრომლებისა და ქართველი ინფლუენსერებისთვის ფრანგული დერმატოლოგიური ბრენდის „გამაღდეს“ პრეზენტაცია გამართეს
დეველოპერული კომპანია „ბიოგრაფი ლივინგი“ მოსახლეობას შვეიცარიული „შინდლერის“ ლიფტებით მოემსახურება
პირველი SWISSÔTEL გუდაურში - „პეტრა ჯგუფი“ განვითარების ახალ ეტაპზე გადადის