კურსკის გუბერნატორი - უკრაინელებმა ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს

კურსკის გუბერნატორი - უკრაინელებმა ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დრონებით თავდასხმა განახორციელეს

უკრაინული დრონები ღამით კურსკის ოლქის სამ რაიონში ინფრასტრუქტურულ ობიექტებს თავს დაესხნენ, - ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი, რომან სტაროვოიტი „ტელეგრამზე“ წერს.

მისი თქმით, თავდასხმის გამო, მოსახლეობას ელექტროენერგია გაეთიშა.

„წუხელ, უკრაინულმა დრონებმა სუჯანსკის, კორენევსკისა და გლუშკოვსკის რაიონებში ინფრასტრუქტურულ ობიექტებს, შეწყდა ელექტროენერგიის მიწოდება“, - წერს გუბერნატორი.

მისივე თქმით, შესაბამისმა სამსახურებმა დაზიანება აღმოფხვრეს და ელექტროენერგიის მიწოდება აღდგენილია.