თურქეთმა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ობიექტებზე მორიგი ავიაიერიში მიიტანა

თურქეთის საჰაერო ძალებმა ჩრდილოეთ ერაყში „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ კუთვნილი 58 სამიზნე გაანადგურეს.

მედიის ინფორმაციით, ეს მესამე ოპერაციაა, რომელიც თურქეთმა „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წინააღმდეგ განახორციელა ანკარაში სამთავრობო შენობებთან კვირას მომხდარი აფეთქების შემდეგ.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ჩრდილოეთ ერაყის მეტინას, ჰაკურკის, გარას, კანდილისა და ასოსის საჰაერო დარტყმების შედეგად “ქურთისტანის მუშათა პარტიის“ ბევრი ბოევიკი "განეიტრალდა".

შეგახსენებთ, კვირას, თვითმკვლელმა ტერორისტმა ანკარაში, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან, რომელიც პარლამენტთან ახლოს მდებარეობს, ასაფეთქებელი მოწყობილობა აამოქმედა. მოგვიანებით, "ქურთისტანის მუშათა პარტიამ" განაცხადა, რომ აფეთქება მათთან დაკავშირებულმა ჯგუფმა, "უკვდავთა ბატალიონმა" განახორციელა. ქურთისტანის მუშათა პარტია თურქეთში, ევროკავშირში, გაერთიანებულ სამეფოსა და აშშ-ში ტერორისტულ დაჯგუფებად ითვლება.

მირიან  მირიანაშვილი - ტრამპს არ მიეცემა საშუალება და ეს დღეს თვალნათლივ ჩანს, რუსეთთან პოლიტიკური ზავი იმდაგვარ ფორმატში დაიდოს, რომელიც რაიმენაირად ზიანს მიაყენებს უკრაინაში დასავლეთის ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა