შალვა პაპუაშვილი დავით უსუფაშვილს - როგორც პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, მადლობას გიხდით ამ სოლიდარობისთვის, ზუსტად ეს იგულისხმება ამ რეგულაციაში

ბატონო დავით, როგორც პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, ამ სოლიდარობისთვის მადლობას გიხდით. ზუსტად ეს იგულისხმება ამ რეგულაციაში და დიდი მადლობა, რომ ამას გაუსვით ხაზი. მოსამსახურეს საქართველოს პარლამენტის წევრებისათვის ბრიფინგის ჩასატარებლად განსაზღვრულ სივრცეში ჟურნალისტებთან კომუნიკაცია აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის თანხმობის გარეშე ეკრძალება - ეს არის რეგულაცია, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის განცხადების საპასუხოდ, რომელმაც აღნიშნა, რომ რეგულაცია, რომელიც პარლამენტის შენობაში ფრაქციის აპარატის თანამშრომლებისთვის, რომლებიც ასევე, პოლიტიკური პარტიის წევრები არიან, განცხადებების გაკეთების დროს საბრიფინგე სივრცეების გამოყენებას კრძალავს, მართებულია.

როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რეგულაციის პროექტს პარლამენტის აპარატის ხელმძღვანელი ამზადებს, რომელიც მოსაზრებებისთვისაა გაგზავნილი.

„ბატონო დავით, შემიძლია წაგიკითხოთ კიდეც ეს რეგულაცია, სხვათა შორის, ჯერ მიღებული არ არის, პროექტია, რომელსაც აპარატის ხელმძღვანელი აკეთებს და შესაბამისად, გაგზავნილია მოსაზრებებისთვის.

„მოსამსახურეს ეკრძალება საქართველოს პარლამენტის წევრებისათვის ბრიფინგის ჩასატარებლად განსაზღვრულ სივრცეში ჟურნალისტებთან კომუნიკაცია აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის თანხმობის გარეშე“- ეს არის რეგულაცია. ეს ასევე, უსაფრთხოების ბრძანებაში ჩაიდო, რომელიც გამოქვეყნებულია და რომელიც პარლამენტის სტუმრებს ეხება. იყო ხოლმე შემთხვევები, როდესაც პარლამენტში მოსული ვიზიტორი ხანდახან საბრიფინგე ადგილზე დგებოდა და ატარებდა ბრიფინგს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ალექსანდრე  თვალჭრელიძე - ან ხელისუფლება აღიარებს „მოსკოვის მექანიზმის“ დასკვნებს, რაც საბოლოო ჯამში ხელისუფლების ცვლილებამდე მიგვიყვანს, ან ტლუდ თავის ხაზს გააგრძელებს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.03.2026
აჰმედ ალნუაიმი - არაბთა გაერთიანებული საამიროები, ადასტურებს ეროვნულ მზადყოფნას და მოითხოვს ირანის უპრეცედენტო თავდასხმების დაუყოვნებლივ  შეწყვეტას
SKI & SPA - "ამბასადორი გოდერძის" სპეციალური შეთავაზება სასრიალო სეზონის მიწურულს