ჯოზეფ ბორელი - ევროკავშირი ვერ ჩაანაცვლებს იმ დახმარებას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას უწევს

ევროკავშირი ვერ ჩაანაცვლებს იმ დახმარებას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას უწევს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ესპანეთის ქალაქ გრანადაში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ის ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობისთვის იმყოფება.

ბორელის თქმით, უკრაინას სჭირდება როგორც ევროკავშირი, ასევე აშშ-ის მხარდაჭერა.

„ჩემი და უკრაინელების იმედი და მჯერა, რომ ყველას იმედი, ვისაც ამ ომში პუტინის გამარჯვება არ სურს, შეეხება გზების პოვნას, რომ ამ საკითხს შეერთებულ შტატებში დაუბრუნდებიან და უკრაინის მხარდაჭერას გააგრძელებენ“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.

კითხვაზე: შეუძლია თუ არა ევროკავშირს, შეავსოს ხარვეზი შეერთებული შტატების მიერ გაწეული დახმარების ჩასანაცვლებლად? - ბორელმა უპასუხა, რომ ევროკავშირი უკრაინისთვის დახმარების გაზრდას გეგმავს, თუმცა შეერთებულ შტატებს ვერ ჩაანაცვლებს.

„რა თქმა უნდა, ევროპა ვერ ჩაანაცვლებს შეერთებულ შტატებს. ევროპა ზრდის მის მხარდაჭერას, რომელიც წინადადების პროექტში სამოქალაქო და ეკონომიკური საჭიროებებისთვის 50 მილიარდ ევროს ითვალისწინებს, 20 მილიარდს კი სამხედრო საჭიროებისთვის“, - აღნიშნა ბორელმა.

ავთანდილ წულაძე - სი ძინ პინმა მოსკოვში ჩასვლით წერტილი დაუსვა კისინჯერის თეორიის განხორციელების ტრამპისეულ მცდელობებს, რომლის მიზანი იყო ჩინეთისაგან რუსეთის ჩამოშორება და მისი ჩინეთთან დაპირისპირება
ქართული პრესის მიმოხილვა 12.05.2025
ELT GROUP-მა ბათუმში, ამერიკულ Wyndham Hotel Group-თან პარტნიორობით, რეგიონში პირველი LA QUINTA BY WYNDHAM-ის სასტუმრო გახსნა