ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთი 2028 წელს, შესაძლოა, თავს სხვა ქვეყნებს დაესხას

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, თუ უკრაინაში კონფლიქტი გაიყინება, რუსეთი, შესაძლოა, 2028 წელს სხვა ქვეყნებს დაესხას თავს.

„რუსეთი ახლა განიხილავს სხვადასხვა სცენარს უახლოესი წლებისთვის, მათგან ერთ-ერთი განსაკუთრებით საშიშია. თუ იქნება რაიმე პაუზა უკრაინის წინააღმდეგ ამ აგრესიაში, სიტუაციის გაყინვა, მაშინ დადგება ახალი კრიტიკული მომენტი - 2028 წელი. თუ რუსეთს ახლა მიეცემა ადაპტაციის საშუალება, მაშინ 2028 წელს კრემლი შეძლებს აღადგინოს ის სამხედრო პოტენციალი, რომელიც ჩვენ დავურღვიეთ და რუსეთს ექნება საკმარისი ძალა, რომ თავს დაესხას იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსული ექსპანსიის ყურადღების ცენტრშია. უკრაინის გარდა, ეს ქვეყნები სწორედ ბალტიის ქვეყნებია და სწორედ ის ქვეყნებია, რომელთა ტერიტორიაზეც რუსული კონტინგენტებია“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ეს არის ინფორმაცია, რომელიც უკრაინის დაზვერვამ მოიპოვა.

„ეს არის მკაფიო ინფორმაცია ჩვენი დაზვერვისგან და ჩვენ თქვენ ამის შესახებ სიგნალს გაძლევთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთი ეძებს შესაძლებლობებს სიტუაციის გაყინვისა და ადაპტაციისთვის, გამოაქვს დასკვნები თავისი შეცდომებიდან და ემზადება წინსვლისთვის“.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში