„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ - შალვა პაპუაშვილმა ახალი წესის შემოღება დააანონსა, რომელიც პარლამენტის გაუმჭვირვალე და დახურულ უწყებად ქცევისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება - მოვუწოდებთ, არ მიიღოს ბრძანება

ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მოუწოდებს, რომ ახალი რეგულაცია, რომელიც პარლამენტის შენობაში ფრაქციის აპარატის თანამშრომლებისთვის, რომლებიც ასევე, პოლიტიკური პარტიის წევრები არიან, განცხადებების გაკეთების დროს საბრიფინგე სივრცეების გამოყენებას კრძალავს, არ მიიღოს.

აღნიშნულის შესახებ „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ საკუთარ „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

„5 ოქტომბერს პარლამენტის თავმჯდომარემ ახალი წესის შემოღება დააანონსა, რომელიც პარლამენტის გაუმჭვირვალე და დახურულ უწყებად ქცევისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება.

ბრძანების პროექტის თანახმად, პარლამენტის თანამშრომელს აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტის თანხმობის გარეშე,“ბრიფინგის ჩასატარებლად განსაზღვრულ სივრცეში ჟურნალისტებთან კომუნიკაცია” ეკრძალება.

მოვუწოდებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არ მიიღოს ეს ბრძანება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ  წულაძე - ბევრი თვლის, რომ პუტინი ათამაშებს ტრამპს, რომ მოატყუოს, ჩემი აზრით კი, პირიქითაა - ტრამპი ათამაშებს პუტინს
ქართული პრესის მიმოხილვა 23.02.2026
ნაკლები ტრავმა, მეტი სიზუსტე: ქირურგიის ახალი ერა Da Vinci Single Port-ით უკვე ხელმისაწვდომია MEMORIAL-ში
„ბორჯომი“ წარმოგიდგენთ პირველ 100%-ით ნატურალურ ენერგეტიკულ სასმელს - „ენერგია ბორჯომისგან“ - ბუნების ძალა!