ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მექსიკის საზღვართან 32 კილომეტრის სიგრძის კედლის აშენებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ტეხასის შტატში მექსიკის საზღვართან კედლის აშენებას გეგმავს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 32 - კილომეტრიანი სასაზღვრო ბარიერის აშენება მიგრაციის ტალღების გაზრდის გამო მიიღო.

BBC-ის ინფორმაციით, ბოლო დროს აშშ-მექსიკის საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტები განსაკუთრებით გახშირდა. მხოლოდ მიმდინარე წელს მდინარე რიო-გრანდეს გადაკვეთით აშშ-ში 245 000-ზე მეტი არალეგალი მიგრანტი მოხვდა.

როგორც მედია აღნიშნავს, მექსიკის საზღვარზე კედლის აშენება აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო, რასაც „დემოკრატები“ და მათ შორის ჯო ბაიდენი ხშირად აკრიტიკებდნენ.

გიორგი ანთაძე - ოფიციალურ ციფრებს რომ გავყვეთ, მოსახლეობის მინიმუმ ნახევარი ოპოზიციურად არის განწყობილი, ბოლო მოვლენების ფონზე ეჭვი მეპარება, რომ ეს ხალხი დღეს ხელისუფლების მომხრე გამხდარიყო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.04.2025
დღეს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი მთელი საქართველოს მასშტაბით მომხმარებელს ქეშბექ აქციას სთავაზობს
ქართველი სტომატოლოგებისა და სტუდენტებისთვის PSP-ს ექსკლუზიური პარტნიორის, იტალიური ბრენდის Curasept-ის ერთობლივი ღონისძიებები ჩატარდა