პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა ლაზარე გრიგორიადისის მამა და მისი ძმა ტერიტორიიდან განარიდეს

პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სამართალდამცველებმა ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი და მისი ძმა, კახა გრიგორიადისი ტერიტორიიდან განარიდეს.

ჯერჯერობით უცნობია, არიან თუ არა ისინი დაკავებულები.

როგორც პარლამენტთან შეკრებილები ამბობენ, სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ბექა და კახა გრიგორიადისები საპატრულო პოლიციის მანქანებით წაიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ სამოქალაქო აქტივისტები პლენარული სხდომის პარალელურად პარლამენტის მიმდებარედ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს აპროტესტებენ.

მათი თქმით, თუ პარლამენტი აღნიშნულ ცვლილებას გაატარებს, ისინი ფართომაშტაბიან აქციებს გამართავენ.

ადგილზე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები.

ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 13-14 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ