ვოლოდიმირ ზელენსკი - რუსეთმა მოლდოვას ატკინა, სცადა გაეტეხა, დაეყო საქართველო, ახრჩობს ბელარუსს, ცდილობს, უკრაინას ნაწილები მოგლიჯოს - ყველა სახელმწიფო, რომელმაც რუსეთის ჩარევა ან შეჭრა განიცადა, განსაკუთრებულ ერთიანობაში უნდა დავრჩეთ

ომების დაწყებითა და ომების გაყინვით რუსეთი ათწლეულების განმავლობაში ცდილობდა მეზობელ ქვეყნებზე კონტროლის შენარჩუნებას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქალაქ გრანადაში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე განაცხადა.

ზელენსკის თქმით, ყველა ქვეყანა, რომლის წინააღმდეგაც რუსეთი მოქმედებს და ყველა სახელმწიფო, რომელმაც რუსეთის ჩარევა ან შეჭრა განიცადა, განსაკუთრებულ ერთიანობაში უნდა იყოს.

„ომების დაწყებითა და ომების გაყინვით რუსეთი ათწლეულების განმავლობაში ცდილობდა მეზობელ ქვეყნებზე კონტროლის შენარჩუნებას. რუსეთმა მოლდოვას ატკინა, სცადა გაეტეხა და დაეყო საქართველო, დესტაბილიზაცია მოეხდინა კავკასიის სხვა ნაწილებში, ახრჩობს ბელარუსს და ცდილობს უკრაინის სხეულიდან ნაწილები ამოგლიჯოს.

ყველა ქვეყანა, რომლის წინააღმდეგაც რუსეთი მოქმედებს ამა თუ იმ ფორმით, ყველა სახელმწიფო, რომელმაც რუსეთის ჩარევა ან შეჭრა განიცადა - ჩვენ ყველა განსაკუთრებულ ერთიანობაში უნდა დავრჩეთ, ერთად დავრჩეთ განსაკუთრებულ თანამშრომლობაში და განსაკუთრებულ ურთიერთობაში ყველა სხვასთან ევროკავშირში.

ჩვენ ყველას გვჭირდება ფორმატი, მხარდაჭერის ფორმატი ქვეყნებისთვის, რომელთა სიცოცხლის განადგურებას რუსეთი უკვე შეეცადა, რათა რუსეთის მიერ გამოწვეული ნანგრევები არასდროს სხვაგან აღარ გავრცელდეს”, - განაცხადა ზელენსკიმ.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა