მამუკა მდინარაძე - თურმე რამხელა იმედებს ამყარებენ რევოლუციის მოსურვეები კარვებზე - თან იტყუებიან, რომ კარვები და სხვა ასეთი კონსტრუქციები იკრძალება

თურმე რამხელა იმედებს ამყარებენ რევოლუციის მოსურვეები კარვებზე, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

მდინარაძის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები იტყუებიან, როდესაც აცხადებენ, რომ კარვები და მსგავსი კონსტრუქციები იკრძალება.

მისივე თქმით, სპეციალური დათქმების შემთხვევაში იქნება კონსტრუქციების დემონტაჟი.

„რა გულმა უნდა გაგიძლოს, ირაკლი კობახიძეს მტყუანის პოზიციიდან ეკამათო კონსტიტუციაზე, ვერ წარმომიდგენია, მაგრამ ამას ახერხებენ პრეზიდენტის წარმომადგენლები. ახლა აქეთ რომ გადმოვიდეთ, თურმე რამხელა იმედებს ამყარებენ რევოლუციის მოსურვეები კარვებზე. ეს კარვები რასთან არის დაკავშირებული უახლესი ინფორმაციის თანახმად დადასტურდა მას შემდეგ, რაც დადასტურდა ჩანაწერები „კანვასის“ წარმომადგენლების მიერ ტრენინგების ჩატარების თაობაზე, უკვე ნათელი ხდება ყველაფერი.

თან იტყუებიან, რომ კარვები და სხვა ასეთი კონსტრუქციები იკრძალება. სპეციალური დათქმების შემთხვევაში იქნება დემონტაჟი. ტყუილია, რომ იკრძალება და ეს ტყუილი არ უნდა „გავუტაროთ“ და საზოგადოება არ უნდა მოვატყუებინოთ. უფრო მეტი ტყუილი და სპეკულაციურია, ვიდრე საუკუნის აფიორა „რუსულ კანონად“ წოდებული.

კანონპროექტის ამ გააფთრებული დაცვით, მტკიცდება, რომ ისინი უერთდებიან გეგმას, რომლის მიხედვითაც ვიღაცებს სურთ კარვებში განხორციელდეს ის, რაც სუს-მა წინასწარ გამოაქვეყნა, რომ მოხდეს ადამიანების აფეთქება და სიკვდილით პოლიტიკური ბენეფიტები მოიპოვონ. როდესაც ამ კანონს იცავთ, ცოტა წინ გაიხედეთ, რა აქვთ დაგეგმილი თქვენს თანამზრახველებს და შემდეგ, ასე გამალებით დაიცავით ეს კანონპროექტი“,- განაცხადა მდინარაძე.

მიჰაუ კობოსკო - ვიმედოვნებთ, თქვენი მთავრობა აირჩევს ევროპულ, დემოკრატიულ გზას ან გადადგება მოქალაქეთა პროტესტის გათვალისწინებით
ქართული პრესის მიმოხილვა 20.03.2025
ავთანდილ წულაძე - ტრამპი ცდილობს ჩინეთს რესურსებით მდიდარი რუსეთი ჩამოაშოროს, ამიტომაცაა ტრამპი რუსეთთან დათმობებზე რომ მიდის
„ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლები ბიძინა ივანიშვილს მიმართავენ
სიახლე PSP-სგან - პირველი ლოქერი ფარმაციაში
BDO Digital-მა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აღიარება მოიპოვა
დაპორტირდი სილქნეტის ქსელში და მიიღე 50% ფასდაკლება ულიმიტო პაკეტებზე
„თეთრმა კვადრატმა“ „მიცუბიშ ელექტრიკთან” თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა