ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლება სევასტოპოლში საზღვაო დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყება

სევასტოპოლში ორი უეკიპაჟო საზღვაო კატერის თავდასხმას იგერიებენ, - ამის შესახებ სევასტოპოლის ე.წ. „გუბერნატორი“ მიხეილ რაზვოჟაევი „ტელეგრამ“ არხზე წერს.

მისი განმარტებით, ხმამაღალი ხმები, რომელიც ისმოდა შავი ზღვის ფლოტის დამხმარე ეკიპაჟების მუშაობის შედეგია, რომლებიც საზღვაო კატერების შეტევას იგერიებენ.

ამასთან, რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, კიევმა კვლავ სცადა რუსეთის ტერიტორიაზე დრონებით თავდასხმა. უწყების მტკიცებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა ბელგოროდის ოლქში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.

ირაკლი მელაშვილი - ანტიდასავლური ფობიები და მითები „ქართულმა ოცნებამ“ მეინსტრიმულ პოლიტიკურ გზავნილებად აქცია და ახლა ცდილობს, ეს იდეოლოგია მთელ საზოგადოებას  მოახვიოს და სახელმწიფო პოლიტიკის ქვაკუთხედად აქციოს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.09.2025
ირაკლი კობახიძე დუშეთის #2 საჯარო სკოლას ეწვია