ფინეთის პრემიერ-მინისტრი - გაფართოება ევროკავშირის გეოპოლიტიკური აუცილებლობაა - გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა კრიტერიუმები უნდა შეასრულონ

რაც შეეხება გაფართოებას, ვფიქრობ, ეს არის გეოპოლიტიკური აუცილებლობა ევროკავშირისთვის, - ამის შესახებ ფინეთის ელჩმა, პეტერი ორპომ ესპანეთის ქალაქ გრანადაში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ევროპული საბჭოს არაფორმალური შეხვედრა მიმდინარეობს.

კერძოდ, ფინეთის პრემიერს დაუსვეს შეკითხვა, როგორია მისი პოზიცია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება გაფართოებას, ვფიქრობ, ეს არის გეოპოლიტიკური აუცილებლობა ევროკავშირისთვის. ევროკომისია ნოემბერში წარადგენს ანგარიშს გაფართოების საკითხზე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის საფუძველი იმისა, თუ როგორ გავაგრძელებთ მოლაპარაკებებს ყველა ქვეყანასთან. პროცესი უნდა იყოს ღია და მკაფიო და ყველა სახელმწიფომ უნდა შეასრულოს კრიტერიუმები“, - აღნიშნა ფინეთის პრემიერმა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო