სოლომონ პავლიაშვილი გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის აკადემიურმა საბჭომ „ოქროს მედლით“ დააჯილდოვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის წინაშე გაწეული განსაკუთრებული დამსახურებისთვის „ოქროს მედლით“ დაჯილდოვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, სოლომონ პავლიაშვილმა, დაჯილდოების საზეიმო ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორს დავით გურგენიძეს და უნივერსიტეტის აკადემიურ საბჭოს მადლობა გადაუხადა.

„დღეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღეა. ნებისმიერი ჩემი წარმატება - სამეცნიერო, კვლევითი, პოლიტიკური, დაკავშირებულია საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან. ძალიან დიდი მადლობა დაფასებისთვის“, - განაცხადა სოლომონ პავლიაშვილმა.

„აღსანიშნავია, რომ სოლომონ პავლიაშვილი აქტიურ სამეცნიერო საქმიანობას ეწევა; 1986 წლიდან მოღვაწეობს საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში, არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის სამეცნიერო საქმიანობის ძირითად სფეროებს წარმოადგენს: მიკროეკონომიკა, მაკროეკონომიკა, აგრარული მეცნიერება, აგროეკოსისტემების მდგრადობა, გარემოს დაცვა, ნარჩენების მართვა, ცირკულარული ეკონომიკა, ეკონომიკის მდგრადი განვითარება.

სოლომონ პავლიაშვილს გამოქვეყნებული აქვს 16 მონოგრაფია, 100-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი სხვადასხვა ქვეყანაში; აქტიურად მონაწილეობს საერთაშორისო კონფერენციებში, არის საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის პრინციპების დანერგვის კოორდინატორი“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო