შალვა პაპუაშვილი - მოვუწოდებ USAID-ის, მარტივ კითხვაზე გულწრფელი პასუხი გასცენ - როდის გაიგეს, რომ 2020 წელს, ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები იყო მცდარი და რატომ უმალავდნენ ამ ინფორმაციას ქართველ ხალხს

მოვუწოდებ USAID-ის, მარტივ კითხვაზე გულწრფელი პასუხი გასცენ - როდის გაიგეს, რომ 2020 წელს, ISFED-ის პარალელური დათვლის შედეგები იყო მცდარი და რატომ უმალავდნენ ამ ინფორმაციას ქართველ ხალხს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა 2020 წლის არჩევნებზე, ISFED-ის მიერ პარალელური დათვლის მონაცემებში დაფიქსირებულ უზუსტობაზე საუბრისას, ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „ამ კითხვას პასუხი უნდა გაეცეს და ამას ვერავინ გაექცევა“.

„მე კიდევ ერთხელ შევახსენებ საზოგადოებას, რომ სამწუხაროდ, USAID-ის მხრიდან, ჩემი ბოლო განცხადების მიუხედავად, განმარტება ამ საკითხზე არ გაკეთებულა. სამწუხაროდ, მათთვის ეს არ არის პირველი სკანდალი. 2020 წელს, ISFED-ის მიერ პარალელური დათვლის ყალბი მონაცემების გავრცელება როცა მოხდა, ISFED-ის მაშინდელმა ხელმძღვანელმა, ელენე ნიჟარაძემ აღიარა, რომ USAID-მა, მისმა დონორმა, ეს ინფორმაცია ერთი თვით ადრე იცოდა, ვიდრე ის საჯარო გამჟღავნდებოდა. თუკი ეს სიმართლეა, კითხვა მარტივია - იცოდა თუ არა USAID-მა და საელჩომ და მეორე თუ იცოდნენ, რატომ უმალავდნენ ამ ინფორმაციას ქართველ ხალხს. თან იმ პირობებში, როდესაც აქ ძალადობრივი აქციები იმართებოდა. ამ კითხვაზე პასუხი უნდა გაეცეს და ამას ვერ გაექცევა ვერავინ. ამიტომ, მე მოვუწოდებ მათ, ის კეთილი სახელი, რომელიც ამერიკის დახმარებას აქვს საქართველოში და რომელსაც, სამწუხაროდ, თავადვე მიაყენეს ჩრდილი, საზოგადოებას და ხელისუფლებას გასცენ მარტივ კითხვაზე გულწრფელი პასუხი. 2020 წლის არჩევნების შემდეგ, როდის გაიგო USAID-მა, რომ პარალელური დათვლის შედეგები იყო მცდარი და რატომ უმალავდა ამ ინფორმაციას ქართველ ხალხს. თან იმ პირობებში, როდესაც ეს იყო ძალადობრივი აქციების საფუძველი,“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
ქართული პრესის მიმოხილვა 06.02.2025
გიორგი ანთაძე - მინიმალური დემოკრატიული სტანდარტებიც კი საფრთხეშია
კახა ოქრიაშვილი „ოცნებას“ - თქვენს კოლექტიურ შიზოფრენიას უნდა გადააყოლოთ ქვეყანა? - შემოდგომაზე არჩევნები გარდაუვალია!
GM PHARMA-ში ახალი მედიკამენტების კვლევა-განვითარება აქტიურად გრძელდება
თბილისის საერთაშორისო სტანდარტის ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში, ყინულის ჰოკეიში მოასპარეზე გოგონათა გუნდების ოფიციალური ვარჯიში გაიმართა
„სილქნეტმა” „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ 2024 წლის საქმიანობის ანგარიში წარადგინა