The Washington Post  - ჯო ბაიდენი ნოემბერში, აშშ-ში, სი ძინპინთან შეხვედრას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ნოემბერში აშშ-ში ჩინელ კოლეგა სი ძინპინთან შეხვედრას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა The Washington Post-ი აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

წყაროების თანახმად, შეხვედრა ნოემბერში ამერიკულ ქალაქ სან-ფრანცისკოში იგეგმება.

შეხვედრის მიზანს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების სტაბილიზება წარმოადგენს. თეთრი სახლის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ არსებობს „მყარი“ შესაძლებლობა, რომ შეხვედრა შედგება.

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის კიდევ ერთი მაღალჩინოსნის თქმით, ბაიდენი მოუთმენლად ელის სი ძინპინთან შეხვედრას, მაგრამ „ჯერ არაფერი არ არის დადასტურებული“.

თეთრი სახლის წარმომადგენლების თქმით, გეგმები მას შემდეგ გამყარდება, რაც ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი უახლოეს კვირებში ვაშინგტონს ეწვევა.

ანდრო გოცირიძე - საქართველო დღეს ბევრად უფრო დაუცველია, ვიდრე, მაგალითად, ათი წლის წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 10.02.2025
პეტრას აუსტრევიჩუსი - გზა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ადგას, აბსოლუტურად რუსული, აღმოსავლური გზაა
„ბიბლუსში“ თიბისის ხანგრძლივი ქეშბექ კამპანია დაიწყო - 20%-იანი ქეშბექი თიბისის მოსწავლის ბარათის ან ახალი თიბისი ბარათის მქონე სტუდენტებისთვის „ბიბლუსის“ სრულ ასორტიმენტზე
ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტი თბილისის საერთაშორისო სტანდარტების ყინულის არენაზე, "ბაკურიანი 2025"-ის ფარგლებში მიმდინარე შეჯიბრებას დაესწრო