პარლამენტმა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ კანონის პროექტი მეორე მოსმენით განიხილა და 80 ხმით მიიღო

პარლამენტმა „ადამიანის ორგანოთა გადანერგვის შესახებ“ კანონის პროექტი მეორე მოსმენით - მუხლობრივად განიხილა და 80 ხმით მიიღო.

მთავრობის ინიციატივით წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტით წესრიგდება ადამიანის ორგანოების გადანერგვის ძირითადი პრინციპები, ცოცხალი დონორისაგან ორგანოს დონაციასთან და გარდაცვლილის ორგანოს დონაციასთან დაკავშირებული საკითხები, ასევე განისაზღვრება დონორისა და რეციპიენტის უფლებები.

კანონპროექტით გათვალისწინებულია, რომ ტრანსპლანტაციის შესახებ გადაწყვეტილება უანგარო უნდა იყოს და ყოველგვარი კომერციული გარიგება ტრანსპლანტაციის გადაწყვეტილების მიღების და ორგანოების გადაცემის დროს არის გამორიცხული. აღნიშნულზე პასუხისმგებლობას კი როგორც ადმინისტრაციული, ასევე სისხლის სამართალი აწესრიგებს.

პროექტით გათვალისწინებულია ჯანდაცვის სამინისტროს სისტემაში ტრანსპლანტაციის სამმართველოს და მართვის ცენტრალური ბაზის შექმნა.

საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს პლენარულ სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ წარუდგინა.

გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 05.03.2026
„სილქნეტს“ გადაეცა Speedtest-ის ჯილდო - „ყველაზე სწრაფი ინტერნეტი საქართველოში“
თბილისში კონფერენცია - „Medical Aesthetic Summit“ - ჩატარდება
„თელიანი ველი“ - ქართული ღვინის საუკეთესო მწარმოებელია
როცა ტრადიცია თავიდან იბადება - შალოშვილის მარანი