ევროკავშირი ჰამასის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებს გმობს

ევროკავშირი ჰამასის მიერ ისრაელის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმებს გმობს, - ევროკავშირის ოფიციალური პირები ისრაელში განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელებში ეხმაურებიან.

„მე მკაცრად ვგმობ დღეს დილით განხორციელებულ თავდასხმებს ისრაელისა და მისი ხალხის წინააღმდეგ, რომელმაც ტერორი და ძალადობა გამოიწვია. ამ საშინელ მომენტში ევროკავშირი მხარდაჭერას უცხადებს ებრაელ ხალხს”, - წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი Twitter-ის გვერდზე.

„შოკირებულები ვართ ისრაელზე განხორციელებული თავდასხმებით. ჩვენ ვგმობთ ტერორს და ძალადობას უდანაშაულო ადამიანების მიმართ. ჩემი ფიქრები ყველა იმ ადამიანთანაა, რომელიც ცეცხლის ქვეშ იმყოფება და სასტიკი თავდასხმებისგან თავს იცავს. ტერორი არასდროს გაიმარჯვებს”, - წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა.

„ჩვენ თვალს ვადევნებთ ისრაელში განვითარებულ მოვლენებს და ცალსახად ვგმობთ ჰამასის თავდასხმებს. ეს საშინელი ძალადობა დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ტერორიზმი და ძალადობა არაფერს წყვეტს. ამ რთულ მომენტში ევროკავშირი თანადგომას გამოხატავს ისრაელის მიმართ”, - აცხადებს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო