თეონა აქუბარდია  - „ნაციონალურ მოძრაობას“ „ორმეფობის“ ხანა უდგას - არჩევნებამდე ერთი წელია დარჩენილი, ამიტომ რაც უფრო სწრაფად ჩამოყალიბდებიან და დალაგდებიან, მათი ამომრჩევლისთვის უკეთესია

რასაც ვხედავთ არის ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ თავისთავად ორად არის გაყოფილი და „ორმეფობის“ ხანა უდგას - არჩევნებამდე არის ერთი წელი დარჩენილი, ამიტომ, რაც უფრო სწრაფად ჩამოყალიბდებიან და დალაგდებიან, მათი ამომრჩევლისთვის უკეთესია, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით შექმნილი ვითარების შეფასებისას განაცხადა.

როგორც აქუბარდიამ აღნიშნა, ის ფიქრობდა, რომ ნიკა მელია აქამდეც დატოვებდა პარტიას, რაც საბოლოო ჯამში „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებულ „ორმეფობას“ დაასრულებდა.

მისივე თქმით, არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, პრიორიტეტი ის არის, რომ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლების ხმები არ დაიკარგოს.

„სიმართლე გითხრათ, მე ნაკლებად მაინტერესებს ნიკა მელიას და ხაბეიშვილის ურთიერთდაპირისპირება, მათ შორის, სოციალური ქსელით. რასაც ვხედავთ, არის ის, რომ პარტია თავისთავად ორად არის გაყოფილი და „ორმეფობის“ ხანა უდგას „ნაციონალურ მოძრაობას“. რაც არ უნდა მიუღებელი იყოს ეს, მოცემულობაში ასეა და ფაქტია, რომ არჩევნებამდე არის ერთი წელი დარჩენილი, ამიტომ რაც უფრო სწრაფად ჩამოყალიბდებიან და დალაგდებიან, მათი ამომრჩევლისთვის უკეთესია. ჩემი ინტერესია, რომ რაც შეიძლება ნაკლები ხმა დაიკარგოს ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის და ამით შევძლოთ ის, რომ „ქართული ოცნება“ არჩევნების გზით გავუშვათ ძალაუფლებიდან. სხვა დანარჩენი თვითონ გაარკვიონ. მათ ჰყავთ თავისი ამომრჩეველი, პარტიის მხარდამჭერები. მე არ ვყოფილვარ არასდროს „ნაციონალური მოძრაობის“, არც ამომრჩეველი, არც მხარდამჭერი, შესაბამისად, სხვა ინტერესი მე ამაში არ მაქვს. ველოდებოდი, რომ აქამდეც დატოვებდა ნიკა მელია პარტიას, მაგრამ ეს არის ნიკა მელიას გადასაწყვეტი. როგორც ჩანს, მას სხვა ტაქტიკა აქვს, სხვა მოლოდინები აქვს, თუმცა ცალსახად გეტყვით, რომ ნიკა მელია პოლიტიკურ პროცესში არის ძალა, ისევე როგორც საფრთხე, „ნაციონალური მოძრაობის“ მეორე ფრთისთვის. მის წასვლას ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ძალიან ბევრი ყოფილი თანაგუნდელის გაყოლა მოჰყვება და ეს, საბოლოო ჯამში, დაასრულებს იმ „ორმეფობას“, რომელიც ამ პარტიაში არის ბოლო არჩევნების შემდგომ. მე არ ვფიქრობ, რომ მოცემულობა, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაშია“, საბოლოო ჯამში, ასუსტებდეს მთლიან ბრძოლას, რასაც ძალაუფლებიდან „ქართული ოცნების“ გაშვება ჰქვია იმიტომ, რომ ამომრჩეველი, რომელიც არის კრიტიკულად განწყობილი, აუცილებლად წავა 2024-ში, იპოვის ძალას, იქნება ეს ხაბეიშვილის თუ მელიას ფრთა. უბრალოდ, რაც უფრო მალე დალაგდება ეს ამბავი, მით უკეთესი იქნება. ის, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი წავა და ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემს, ეს წარმოუდგენელია“,,- განაცხადა აქუბარდიამ.

ვახუშტი მენაბდე - ჩვენ ახლა ვართ მდგომარეობაში, როცა „ქართული ოცნება“ პროცესებს მართავს არა კანონზე, არამედ ძალაზე დაყრდნობით და ძალის დემონსტრირებით ცდილობს თავისი მმართველობის დაკანონებას
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2024
საქართველოს ტექნოლოგიური და სტარტაპ ეკოსისტემის წარმომადგენლების განცხადება - ჩვენ ვემიჯნებით და ვგმობთ „ქართული ოცნების” ანტიევროპულ ნაბიჯებს და ძალადობას მშვიდობიანი მომიტინგეებისადმი
„ავერსში“ გრანდიოზული, 60%-იანი ფასდაკლება და ჩეკის განულება იწყება
დაიცავით თქვენი შვილი ზამთრის ინფექციებისგან: ჯანმრთელობის შენარჩუნების საიდუმლო, „ფაგიოს“ დახმარებით