ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაშავებულთა რიცხვმა 500-ს გადააჭარბა

ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, „ჰამასის“ თავდასხმების შედეგად დაშავებულთა რიცხვი 545-მდე გაიზარდა.

სასწრაფო დახმარების სამსახურის მონაცემებით, დაიღუპა სულ მცირე 22 პირი.

ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის გამო, ისრაელის თავდაცვის ძალებმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს.

არსებული გამოწვევის საპასუხოდ ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, იოავ გალანტმა რეზერვისტების გამოძახების ბრძანებაც გასცა.

ღაზას სექტორიდან ისრაელზე თავდასხმაზე პასუხისმგებლობა პალესტინის ისლამისტურმა მოძრაობა „ჰამასმა“ აიღო. მიმდინარე ამბებთან დაკავშირებით ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი ახლა სრულმასშტაბიან ომშია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო