ხატია დეკანოიძე - იმედი მაქვს ნიკა მელია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ - 2024 წელს ხელისუფლება სახლში უნდა გავისტუმროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში საქართველოს მძიმე მომავალი დაუდგება

ნიკა ასრულებდა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ, - ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ყოფილმა წევრმა, ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს სასტუმრო “ბილტმორში” განუცხადა, სადაც პარტიის ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია თანამოაზრეებთან ერთად შეხვედრას მართავს.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე ნიკა მელიას თხოვნით მივიდა, სადაც ყოფილი თანაგუნდელების მოსაზრებებს მოისმენს.

„მე აქ მოვედი ნიკას და ჩემი მეგობრების თხოვნით. იცით, რომ ეს ადამიანები დიდი ხანი ჩემი თანამებრძოლები იყვნენ. ერთად ვიბრძოლოთ ამ ხელისუფლების წინააღმდეგ იმედი მაქვს, რომ ერთად გავაგრძელებთ ბევრ ადამიანთან ბრძოლას. ნიკასთან მქონდა საუბარი, ასევე ძალიან ბევრ ჩემ მეგობართან, რომელიც დღეს აქ იქნება და ძალიან მაინტერესებს მათი მოსაზრებები, როგორია მათი დამოკიდებულება. ამ ბრძოლაში ყველა ადამიანის მოსაზრებას და პოზიციას დიდი მნიშვნელობა აქვს. ნიკა ასრულებდა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ძალიან მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ. ჩვენ 2024 წელს უმნიშვნელოვანესი ამოცანა გვაქვს და ეს არის ის, რომ გონივრულად ვიმოქმედოთ, რათა ეს ხელისუფლება მართლაც დავამარცხოთ და სახლში გავისტუმროთ. სხვანაირად საქართველოს ძალიან მძიმე მოცემულობა და მომავალი დაუდგება”, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

მისივე თქმით, “ნაციონალურ მოძრაობაში” ვერ ხედავს ერთიანობის იმედს და მომავალს, რადგანაც ის პრობლემები, რის გამოც პარტია დატოვა, პარტიაში კვლავ სახეზეა და განსაკუთრებული არაფერი შეცვლილა.

„მე ვერ გეტყვით, როდის მიიღებს ნიკა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება მიიღოს, ან არ შეიძლება მიიღოს. ჩვენი პოზიციები პარტიაში ერთმანეთს ემთხვეოდა“, - განაცხადა დეკანოიძემ და აღნიშნა, რომ თავად მელიას გადასაწყვეტია, რა სივრცეში იმოქმედებს ის.

ანდრო გოცირიძე - ირანში მოსალოდნელი დრამატული მოვლენები უსაფრთხოების თვალსაზრისით რისკებს წარმოშობს რეგიონისთვის, ამ რისკებს საქართველო პარტნიორების გარეშე და როგორც რეგიონის ყველაზე სუსტი სამხედრო და პოლიტიკური ძალა ხვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 19.01.2026
SMH Global-მა La Gazzetta Dello Sport-ის ფრანჩაიზი საქართველოზეც განაახლა
ქართული ენის გუშაგი - მზექალა შანიძე 100 წლისაა
SEU-ს სტუდენტები და აკადემიური პერსონალი ამერიკაში, MIT-ის გლობალურ ანტრეპრენერულ პროგრამაში მონაწილეობენ
გააგრძელე ყველაზე რომანტიკული ისტორია და გახდი კონკურსის გამარჯვებული - "რომეო და ჯულიეტა 20 წლის შემდეგ"
2026 წლის საქართველოს სამთო-სათხილამურო რეგიონული თასის პირველი ეტაპი მესტიაში გაიმართება