ავღანეთში მიწისძვრების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 15 და  დაშავდა 40 ადამიანი

ავღანეთში მიწისძვრების შედეგად დაიღუპა სულ მცირე 15 ადამიანი და 40 დაშავდა, - ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის ინფორმაციით, შაბათს ავღანეთის დასავლეთით 6,3 მაგნიტუდის სიმძლავრის ორი მიწისძვრა მოხდა.

ავღანეთის კატასტროფების მართვის სამინისტროს პირველადი ცნობების მიხედვით, დაღუპულია სულ მცირე 15 ადამიანი და დაშვებულია 40.

ეპიცენტრი ქალაქ ჰერათის ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 40 კმ-ში იყო. მიწისძვრებს განმეორებითი 5,5 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები მოჰყვა.

გიორგი გობრონიძე - უკრაინაში გრძელვადიან მშვიდობაზე საუბარი ადრეა, დასავლეთში კი ბოლომდე არ არის გაცნობიერებული ის რისკები, რაც რუსეთიდან უკრაინის და ევროატლანტიკური უსაფრთხოების მიმართულებით მომდინარეობს
ქართული პრესის მიმოხილვა 19.05.2025
გაიზომე წნევა დღესვე - 17 მაისი ჰიპერტენზიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა