აშშ ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმას გმობს.
ამის შესახებ ინფორმაციას თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს პრესსპიკერი ედრიენ უოტსონი ავრცელებს.
„აშშ ცალსახად გმობს „ჰამასის“ არაპროვოცირებულ თავდასხმებს ისრაელის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ტერორიზმის საბაბი არასდროს არსებობს! ჩვენ მტკიცედ ვდგავართ ისრაელის მთავრობისა და ხალხის გვერდით და ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებს, რომელთა ოჯახის წევრებმაც ამ თავდასხმებში სიცოცხლე დაკარგეს“,- აცხადებს უოტსონი.
უოტსონმა აღნიშნა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების მიმართულებით ჯეიკ სალივანი უკვე ესაუბრა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ ცაჰი ჰანეგბის.