ავღანეთში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 120-მდე გაიზარდა

ავღანეთში, ირანის საზღვართან ახლოს მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 120-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, დაშავებულია მინიმუმ 1000 ადამიანი. 6.3 -მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ჰერათის ჩრდილო-დასავლეთით დაახლოებით 40 კმ-ში იყო. სტიქიამ დაანგრია და დააზიანა შენობები და ნანგრევებში ადამიანები არიან მოყოლილი.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი 300-ს აჭარბებს.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება