ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 250-მდე გაიზარდა

ისრაელში დაღუპულთა რიცხვი 250-მდე გაიზარდა

ისრაელზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 250-მდე გაიზარდა, - ინფორმაციას ადგილობრივი მედია ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მოსალოდნელია, რომ მსხვერპლის რაოდენობა კიდევ მოიმატებს.

ამასთან, თავდასხმის შედეგად სულ მცირე 1 450 ადამიანი, ბევრი მათგანის მდგომარეობა მძიმეა.

გავრცელებული ინფორმაციით, ათობით მშვიდობიანი მოქალაქე, ისევე როგორც ისრაელის თავდაცვის ძალების ჯარისკაცები დაატყვევეს და ღაზას სექტორში გადაიყვანეს.